AURA handmade
ხელნაკეთი აქსესუარების ბრენდი AURA შეიქმნა 2019 წელს, მას შემდეგ ვიზრდებით ჩვენს მომხმარებელთან ერთად. ჩვენთან ნახავთ აქსესუარების მრავალფეროვან არჩევანს, როგორც ქალბატონებისთვის, ასევე მამაკაცებისთვის. სამკაულები მზადდება მაღალი ხარისხის ძვირფასი და ნახევრადძვირფასი ქვებისგან. ნატურალურ ქვებს კი გარდა საიუველირო სილამაზისა, სამკურნალო და მაგიური თვისებები აქვს.
თითოეული ქვა განსაკუთრებული ენერგიის მატარებელია, ამიტომ სწორად შერჩეული ქვა ადამიანის აურაზე და ჩაკრებზე სასწაულად დადებით გავლენას ახდენს, გვეხმარება მოვიპოვოთ სულიერი სიმშვიდე, დავიცვათ თავი ნეგატიური ენრგიებისგან და გავძლიეროთ აურა. აუცილებელი არ არის ქვები პირადი რუკის მიხედვით იყოს არჩეული, თუ რომელიმე ქვამ მიგიზიდათ, ესე იგი თქვენ ზუსტად მისი ენერგია გაკლიათ.
თუ გაინტერესებს ქვების მაგია, ენერგიები, მედიტაცია, თვითშემეცნება, გიყვარს ხალხთან ურთიერთობა, ან პირიქით გაშინებს და გინდა მათი უარყოფითი ენერგიებისგან თავის დაცვა, ან უბრალოდ გიყვას ლამაზი და განსხვავებული სამკაულები, ან გსურს გაახარო საყვარელი ადამიანი, მაშინ ეს ვებ-გვერდი თქვენთვის არის .
ვებ-გვერდზე გარდა საკმაულების, ნახავთ უამრავ სიანტერესო და გამოსადეგ ინფორმაციას, როგორც ქვებზე და მათ ენერგიებზე, ასევე მოგიყვებით როგორ გავწმინდოთ და გამოვიყენოთ მათი ბუნებრივი ენერგიები ჩვენს სასიკეთოდ. თუ აქ ვერ ნახავთ თქვენთვის საინტერესო კითხვაზე პასუხს, მოგვწერეთ სოც.ქსელში და ვეცდებით ამომწურავი პასუხი გაგცეთ .
ჩვენ გვჯერა რომ ადამიანების შესაძლებლობები განუსაზღვრელია, მთავარია გვჯეროდეს ამის და ყველა მიზანს მივაღწევთ!